ყვითელი ამბები

ნახეთ ვის ჰგავს მილიონერ თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის ქალიშვილი - ფოტოები

მილიონერ თოშა ქებურიასა და მის ცოლზე საუბარი არ წყდება. ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებული თოშა მომღერალთან დაშორების შემდეგ მალე დაოჯახდა
Sputnik

ცოტა ხნის წინ მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­ს და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის შარ­შან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით "Katie, marry me", გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

ცოტა ხნის წინ მოდელმა ქეთი ჟღენტმა ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ქალიშვილისგან გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია.