ყვითელი ამბები

ბერამ ახალშობილი ბიჭუნა გამოაჩინა - ფოტო

დღეს საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა მამა პირველად გახდა, ახალგაზრდა მშობლებს პატარა ბერუკა ივანიშვილის დაბადებას უამრავი ადამიანი ულოცავს
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ თავის პირველ შვილს ბერუკა დაარქვეს.

ახალშობილი ბიჭუნას ფოტო ახალგამომცხვარმა მამამ თავის Instagram-გვერდზე ახლახან ატვირთა. ბერას უამრავი გამომწერი ახალგაზრდა მშობლებს ვაჟი დაბადებას ულოცავს.

სულ რაღაც სამი დღის წინ კი ბერამ გამოაქვეყნა ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და მიაწერა - „დღეებს ვითვლით“.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოულოდნელად ელოდა.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გასული წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილია არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

ახალგაზრდების ჯვრისწერა გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შტამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღმბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.