როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 1 დეკემბერს

საქართველოს დედაქალაქში დილიდან უპირატესად მოღრუბლული ამინდი იქნება, საღამოს კი ამინდი გაუარესდება და გაწვიმდება.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში კვირას, 1 დეკემბერს უპირატესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, საღამოს კი გაწვიმდება კიდეც.

გამთენიისას ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე დათბება.

ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.