თბილისში დეკემბერში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში დაგეგმილი კულტურული ღონისძიება, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას, ინციდენტების გარეშე ჩაივლის.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის სენატორმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

პრაღაში გუშინ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კარასინი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში პოზიტიური თემები ვეძებოთ

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში გაიხსნება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლო თვეში საქართველოში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის", – განუცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყდა. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. მას შემდეგ დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.