თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთს სამუშაო ვიზიტით 30 ნოემბერს ეწვევა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მიწვევით მიემგზავრება, სადაც ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ცერემონია ედირნეს პროვინციაში გაიმართება.
მათთან ერთად ცერემონიას დაესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.
TANAP-ი სათავეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს და საბერძნეთის საზღვართან ტრანსადრიატიკულ მილსადენს (TAP) უერთდება. გაზსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.
გაზსადენის საერთო სიგრძე, რომელიც ფაზა-0 და ფაზა-1 მონაკვეთებისგან შედგება, 1850 კმ-ს შეადგენს.