გლდანში ქუჩას ცეცხლი მოედო – შემაძრწუნებელი კადრები

გლდანში თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ არის ცეცხლი მოდებული გზაზე და ტროტუარზე.
Sputnik

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მომხმარებლებმა ვიდეო მოგვიანებით გაავრცელეს სოციალური ქსელების საშუალებით.

როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ხელოსნებმა გზის ქვეშ გამავალი ბუნებრივი აირის მილი დააზიანეს.

მუშები, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მისვლამდე, თავად ცდილობდნენ პრობლემის აღმოფხვრას – ხანძრის გავრცელებისა და სხვა საშიშროების თავიდან ასაცილებლად ისინი ალმოდებულ მონაკვეთებზე მიწას ყრიდნენ.