პოლიციამ აქციაზე ოპოზიციის ექვსი აქტივისტი დააკავა, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ყველა დაკავებულს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. მათ ემუქრებათ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.