ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადა პარლამენტისთვის მუშაობაში ხელი შეეშალა – ვიდეო

ოპოზიციის აქტივისტებმა პარასკევს კვლავ სცადეს საქართველოს პარლამენტისთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ და შენობის პიკეტირება დაიწყეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა დილით ქვეყნის პარლამენტთან.
Sputnik

პროტესტის მონაწილეთა შორის იყვნენ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები, ახალგაზრდები მოძრაობებიდან „სირცხვილია“, „შეცვალე“ და „გაბედე“. შენობის შესასვლელებთან მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც ოპოზიციის აქტივისტებმა განაცხადეს, დღეს ისინი საქართველოს პარლამენტს „შავ პარასკევს“ მოუწყობენ.