„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

გაიგეთ, რომელია ზოდიაქოს ის სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც ყველაზე ხშირად აწყდებიან ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს
Sputnik

რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ექსპერტი ფინანსურ საკითხებში. ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს მეტად ეხერხება სახსრების მართვა, ფულის მოზიდვა, წარმატებით ინვესტირება, ზოგს კი არ ან ნაკლებად შესწევს ამის უნარი

ვერძი

ვერძებმა არ იციან ფულის ხარჯვა, რადგან, უბრალოდ, ისინი ფულს არ ითვლიან. მათ არ უმართლებს ფულთან დაკავშირებით, რადგან ძალზე ქარაფშუტულად უყურებენ ამ საკითხს. ეს, ერთი მხრივ, იქნებ, კარგიცაა, რადგან ინარჩუნებენ ნერვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია, რადგან ფული ადამიანმა სიფრთხილით უნდა დახარჯოს, ეს კი ვერძებს საერთოდ არ შეუძლიათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

მათ მეტი დრო უნდა დაუთმონ ხარჯების დაგეგმვას. თუ ვერძი მუშაობს, მან იცის ფულის ფასი, მაგრამ მაინც ხარჯავს მას იმაზე, რაც ნაკლებად ან სულ არაა საჭირო. თუ ფულს უშრომელად იღებს - მით უფრო ვერ ახერხებს ფულის შეგროვებას. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საერთოდ არ იციან ეკონომია, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება.

სასწორი

სასწორები ძალზე გულუხვი და არცთუ შრომისმოყვარენი არიან. რა თქმა უნდა, თუ საშუალება აქვთ, რომ საყვარელი საქმე გააკეთონ, ამას ყველაზე უკეთ გააკეთებენ, მაგრამ რუტინული სამუშაო მათ ფიტავს და ეს მალე ბეზრდებათ. სასწორებს სერიოზული პრობლემები აქვთ მოტივაციასთან დაკავშირებით, ამიტომ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც აქტიურობისა და სრულყოფილებისთვის სტიმულს მისცემს.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს „ემუქრება" გამდიდრება - ტოპ-ექვსეული

სასწორებს ასევე ეშინიათ, ვინმეს გზა არ გადაუღობონ. მათ სჭირდებათ გუნდი, სადაც ყველა მეგობარი იქნება. ისინი საკმაოდ კეთილმოსურნენი არიან, ამიტომ ამას ბევრი იყენებს. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური წარმატებები მათ გვერდს უვლის, მაგრამ სინამდვილეში, ამის მიზეზი განვითარებული ემპათიაა (თანაგანცდის უნარი)

თევზები

ასტროექსპერტების აზრით, თევზები ბუნებით ბიზნესმენები არიან, მაგრამ თავიანთ უნარებს ბოლომდე ვერ ხსნიან და ამის მიზეზი, უბრალოდ, სიზარმაცეა. თევზებს ფულთან დაკავშირებით არ უმართლებს, რადგან არაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად. მათ ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ მათ ოცნებისკენ სვლა დაიწყონ.

ასევე, თევზები ძალიან ჰგვანან ვერძებს იმით, რომ არ შეუძლიათ ფულის ხარჯვა შემოსავლების მიხედვით. ისინი ფულს ხარჯავენ იმაზე, რაც ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ძვირს ყიდულობენ იმის ნაცვლად, რომ ნაკლებად ხარჯიან ვარიანტს მიანიჭონ უპირატესობა.