როგორ ებრძვიან ბალტიის ქვეყნები რუს „ჯეიმს ბონდებს“: დაბრკოლება ჟურნალისტების მუშაობაში

ესტონეთის ხელისუფლებამ არასასურველ ჟურნალისტებთან ბრძოლის ახალ მეთოდს მიაგნო.  გარდა იმისა, რომ ისინი აღარც პრეს-რელიზებს უგზავნიან და არც აკრედიტაციას აძლევენ იმ ჟურნალისტებს, ვინც შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ტალინის ოფიციალურ პოზიციას, მათ საბანკო ანგარიშებიც გაუყინეს.
Sputnik

სააგენტო Sputnik-ის თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა, ვერც ხელფასებს იღებენ და ვერც იჯარით აღებული ფართის ქირის გადახდას ახერხებენ. ის კი არა, გადასახადებიც კი „ჰაერში გამოეკიდა“ რუსეთიდან ესტონეთისკენ გზაში.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში კორესპონდენტების მუშაობის სიძნელეებზე ტელეარხ НТВ-ს ეთერში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ ანდრეი ბლაგოდირენკომ ისაუბრა.

ვინ შეადარეს Sputnik-ის რედაქტორებიდან ჯეიმს ბონდს და კიდევ რომელმა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოსცადა საკუთარ თავზე რუსოფობების ზეწოლა, ნახეთ ვიდეოში.