პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას რამდენიმე ადამიანი განარიდა

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი პროვოცირებას ახდენდა და შენობის ბლოკირებას ცდილობდა, ამიტომ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი განარიდა, რადგან ისინი პარლამენტის შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს რამდენიმე ადამიანი პოლიციამ დააკავა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ტერიტორიას განარიდეს.

გახარია: ოპოზიცია მთელი სახელმწიფოს ბლოკირებას გეგმავს

„განრიდება მოხდა რამდენიმე ადამიანის, რათა მათ არ მოეხდინათ შენობის ბლოკირება. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციელების კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობდნენ პოლიციელებზე", – განაცხადა სირაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება რკინის ღობეებს, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან არის დადგმული, სირაძემ აღნიშნა, რომ ეს კორდონები იმიტომ დადგეს, რომ მომიტინგეებმა, რომლებიც შენობის ბლოკირებას ცდილობენ, შეურაცხყოფა არ მიაყენონ პოლიციელებს და მათზე არ იძალადონ.

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას რამდენიმე ადამიანი განარიდა

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი გახდა საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ოპოზიცია მორიგი „ბრძოლისთვის" ემზადება - პარლამენტთან პოლიციელები არიან მობილიზებული>>

აქციების დაწყების დღიდან დემონსტრანტები ცდილობენ მოაწყონ სახელმწიფო უწყებების პიკეტირება, მათ შორის, ჩაშალონ პარლამენტის მუშაობა. საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეების დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ მოუწია.