ყვითელი ამბები

„მასტერ-შეფის“ მონაწილე დალი ჩიტალაძე კლინიკაში მოხვდა – კრისტი ყიფშიძე ვიდეოს აქვეყნებს

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი – ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერ-შეფის“ შემდეგ გაიზარდა.
Sputnik

მოდის ექსპერტი და პროექტ „მასტერ-შეფის“ მონაწილე დალი ჩიტალაძე კლინიკაში მოხვდა. მოდელი კრისტი ყიფშიძე Instagram-ის „სთორიში“ კლინიკიდან დალი ჩიტალაძის ვიდეოს აქვეყნებს.

ჩიტალაძემ „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მას თიაქარის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე. მისი თქმით, შოუმ ისე დასტრესა, აღმოაჩინა, რომ ხერხემლის ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი.

„სტრესის ფონზე ხმაც დავკარგე. ამ ნერვიულობით ფეხზე დგომამ თიაქრის პროვოცირება გამოიწვია. არც ვიცოდი, თურმე ხერხემლის თიაქარი მქონია. ახლა გამომჟღავნდა. ოპერაცია უნდა გავიკეთო“, – თქვა დალი ჩიტალაძემ.

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი – ამ ეპითეტებით დალი ჩიტალაძეზე ხშირად საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერ-შეფის“ შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 56 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.