დღესასწაული ზღვასთან: ბათუმში ნაძვის ხეს პირდაპირ ბულვარში დადგამენ

საახალწლოდ ბათუმელები და ზღვისპირა ქალაქის სტუმრები საზეიმო დღესასწაულებით ტალღების ხმის ფონზე დატკბებიან
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ბულვარი საახალწლოდ წელს პირველად მოირთვება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

თბილისის მერია საახალწლოდ „სანტას კომპლექსს“ ააშენებს >>

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სადღესასწაულო ილუმინაციისა და საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კალაძე იტალიაში თბილისისთვის საახალწლო განათებების დამზადების პროცესს გაეცნო - ვიდეო

„ბულვარში ასეთი გრანდიოზული სამზადისი პირველადაა. რადგან ადრე ევროპის მოედანზე იმართებოდა ძირითადი ღონისძიებები და ნაძვის ხეც იქ იდგმებოდა, წელს კი ბათუმის ბულვარში გადმოინაცვლა საჭირო გახდა განათებების დამატება. ჩვენ ამ კუთხით მერიას ვეხმარებით. იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა, საჩუქრის ფორმის სანათებით შეიფუთება 25 დეკორატიული ბუჩქი“, - განაცხადეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

ბათუმის ბულვარი მზად არის გადაუხადოს 350 ათასი ლარი კომპანიას, რომელიც შესაფერის დეკორატიულ ანგელოზებს, დელფინებს, საშობაო ირმებს, საახალწლო ნაძვის ხეს და სხვა საზეიმო ატრიბუტიკას შესთავაზებს.