მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანის მმართველი პარტია პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით გამოდის

ამ დროისათვის აზერბაიჯანის მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ პარლამენტში 125-დან 71 მანდატი ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ისინი ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართავენ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“. 

პუტინმა აზერბაიჯანის პირველი ლედი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

აღსანიშნავია, რომ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ მილი მეჯლისში უმრავლესობა ეკუთვნის. 

პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ, მათი აზრით, საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეესაბამება ქვეყანაში რეალიზებულ პოლიტიკას.

მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში გამართავს თათბირს საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მისი პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის წარდგენის შესახებ.   

აზერბაიჯანში წინა საპარლამენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც „ენი აზერბაიჯანმა“ 125 მანდატიდან 71 მიიღო. მომდევნო არჩევნები, წესით, 2020 წლის 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს.