ქუთაისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საცხოვრებელი სახლის მანსარდა და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია სახლის მანსარდა და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.

უწყების ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.