ვალიშვილი: არაადეკვატური, თვალებგაფართოებული დავდიოდი...

მსახიობი ბაჩი ვალიშვილი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესახებ საუბრობს და იმ შეგრძნებებს იხსენებს, რაც ლოს-ანჯელესში მოხვედრისას ჰქონდა
Sputnik
ვალიშვილი: არაადეკვატური, თვალებგაფართოებული დავდიოდი...
„ლოს ანჟელესში ორი ჩვენება გავმართეთ. ერთი ჩვენება „სანტა ბარბარას“ ფესტივალზეც გვქონდა. ერთი ჩვენება კი სპეციალურად აკადემიის წევრებისთვის გავმართეთ. ასევე ვიყავით ამერიკის კინო ინსტიტუტის ფესტივალზე. მთავარი ის იყო, რომ შევხვდი აკადემიის წევრებს და მათთან ერთად განვიხილეთ ვის როგორ მოეწონა ფილმი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის“, - ამბობს ვალიშვილი.

მსახიობის თქმით, ის პირველად იყო ლოს ანჟელესში, ჰოლივუდში და არაადეკვატური, თვალებგაფართოებული დადიოდა.