შემოდგომის ფერები თბილისის ბოტანიკურ ბაღში - ფოტო

Sputnik

შემოდგომა საქართველოში ჭეშმარიტად შთამაგონებელი სანახაობაა. ამ სეზონზე მთელი ქვეყანა ნათელი და თბილი ფერებითაა მორთული.

შემოდგომის სამივე თვე თბილისში განსაკუთრებული დროა: ბუნებისათვის, თბილისელებისათვის და მისი სტუმრებისათვის. ერთის მხრივ, მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ გრილდება, სხვა მხრივ - იწყება მოსავლის აღება და ზამთრისათვის მზადება.

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო დროა საქართველოში მოგზაურობისათვის. სიცხე იკლებს, სილამაზე კი მატულობს. ამ პერიოდში თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროს უველა, ვისაც ქართული შემოდგომის ხილვა და შეგრძნობა სურს.

1 / 18
უბრალოდ წარმოიდგინეთ: თბილისის ბოტანიკურ ბაღში შემოდგომა უკვე 174-ჯერ დადგა, 1845 წელს მისი დაფუძნებიდან
2 / 18
მდიდარი ქართული და მსოფლიო ფლორა ყოველწელს ოქროსფერი ფოთლებით იფარება
3 / 18
ეს ბაღი თითქოს ყველაზე ბოლო ემშვიდობება შემოდგომას. აქ ეს ყველაფერი მართლაც დიდებული სანახაობაა
4 / 18
ქართული შემოდგომის ფერები თვალისმომჭრელად ლამაზია
5 / 18
შემოდგომა თბილისში სკოლის დაწყების, მეგობრობის, ურთიერთობისა და ახალი მიზნების მიღწევის დროა
6 / 18
შემოდგომა - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია საქართველოში მოგზაურობისათვის
7 / 18
სექტემბერს საქართველოში ზაფხულის ელფერი დაკრავს, მაგრამ ოქტომბრიდან ნამდვილი შემოდგომა: პეიზაჟები წითელ-ყვითელ ფერებში იმოსება, ამინდი კი საკმაოდ ცვალებადია
8 / 18
ბოტანიკურ ბაღში ამ დროს ზღაპრული გარემოა
9 / 18
ნოემბერი შემოდგომის ყველაზე არაპროგნოზირებადი თვეა, ქვეყანაში საკმაოდ ცივი და სუსხიანი ამინდის შემდეგ, ზოგჯერ, საკმაოდ თბილი დღე თენდება
10 / 18
შემოდგომაზე ბოტანიკურ ბაღში იხილავთ მეტ სილამაზეს, არომატსა და ბუნებრივ ფერებს
11 / 18
ამ დროს ზამთარზე და ახალ წელზე ფიქრი ნაკლებად მოგინდებათ
12 / 18
საუკუნეების ხეები, ფერადი ყვავილები და სუფთა ჰაერი. აქ ამ ყველაფერს სრულად შეიგრძნობთ - თბილისის ბოტანიკური ბაღის ფართობი 130 ჰექტარს შეადგენს
13 / 18
თბილისში შემოდგომაზე ყველაფერი ლამაზდება: ბუნება, ცხოვრება, ადამიანები. აქ ყველგან და ყველაფერში ჰარმონია იგრძნობა
14 / 18
ბოტანიკურ ბაღში ამ სეზონზე თავბრუდამხვევი სილამაზე შეგიძლიათ იხილოთ
15 / 18
უამრავი პოეტი და მხატვარი მოგზაურობდა საქართველოში შემოდგომის ფერებისა და შთაგონების საძიებლად
16 / 18
ბოტანიკურ ბაღში და მთელ ქალაქში საკმაოდ ბევრი გასართობია
17 / 18
თბილისის ბოტანიკური ბაღის ხეივანში ხშირად შეხვდებით ახალდაქორწინებულებსაც
18 / 18
ძალიან რთულია შემოდგომასთან დამშვიდობება. მისი სითბო და სილამაზე მომავალ წლამდე მიგვყვება, ამიტომ ხანდახან უბრალოდ ჩავიჩურჩულებთ: „ნახვამდის! შემდეგ ლამაზ შემოდგომამდე!“