თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთის ხალხს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო უსამძიმრებს, საგარეო უწყებამ სამძიმარი სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა.
„ვუსამძიმრებთ ალბანეთში გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა ყველა ოჯახის წევრს. ჩვენი ფიქრები ალბანელ ხალხთანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანასთან ახლოს დღეს, დილით 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგების აღმოფხვრაზეც 1 900 პოლიციელი მუშაობს, იუწყება მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერ რყევებს აფტერშოკების სერია მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5 მაგნიტუდას აღემატებოდა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 8 და დაშავებულია 300 ადამიანი. ამ დროისათვის დაკეტილია ქვეყნის ყველა სკოლა და ასევე აეროპორტები.
ბოლო ნონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.