რაჭაში 72 წლის მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებენ

მამაკაცი სახლიდან 23 ნოემბერს გავიდა და იმის შემდეგ არავის უნახავს. მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიცია არის ჩართული.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. რაჭაში, ამბროლაურში დაკარგულ 72 წლის რამაზ დავითულიანს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცი სახლიდან 23 ნოემბერს გავიდა და არ დაბრუნებულა.

რამაზ დავითულიანის სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიცია არის ჩართული.

ტელეკომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ ნომრებზე: 599 228815 ან 598 420616.