ქართველი მეზღვაურები ბრაზილიის დროშით მცურავ გემებზე მუშაობას შეძლებენ

ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე გაფორმებული დოკუმენტი ბრაზილიასა და საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშით მცურავ კომერციულ გემებზე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმა.

ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე გაფორმებული დოკუმენტი ბრაზილიასა და საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს.

დღევანდელი მდგომარეობით, ბრაზილიის დროშით მცურავი კომერციული გემების რაოდენობა 766-ს შეადგენს.

საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა>>

მემორანდუმი ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში გაფორმდა. ასამბლეაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც მონაწილეობდა. მისი განცხადებით, პროფესიონალ ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა.