ოპოზიცია VS ხელისუფლება: პროტესტი დაბალ გრადუსზე – ფოტო

Sputnik

ოპოზიციამ ორშაბათიდან პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტა, რათა სამშაბათს მმართველი პარტიის დეპუტატატები პლენარულ სხდომაზე არ დაეშვათ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბევრი მათგანი აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.

26 ნოემბერს, გამთენიისას პოლიციამ მომიტინგეები პარლამენტის შენობის შესასვლელებიდან განდევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის მსვლელობისას სამი დაშავებულისა და 28 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სამშაბათის დილიდან პარლამენტის შენობასთან არეულობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციის დამატებითი ძალებია კონცენტრირებული.

 

1 / 16
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები განახლდა - თუმცა შენობის შესასვლელების პიკეტირება ვერ მოხერხდა
2 / 16
ოპოზიციის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ. ამჯერად კასრების ნაცვლად გასათბობლად ძველებური ღუმელი მიიტანეს
3 / 16
აქტივისტებმა აქციაზე დასასვენებლად პუფებიც მიტანეს
4 / 16
ღამით თბილისში ტემპერატურა უკვე ნულზე ქვემოთ ეცემა, ამიტომ მომიტინგეებმა პლედებიც მიიტანეს გასათბობად
5 / 16
მიუხედავად სიცივისა, მომიტინგეები პარლამენტთან მორიგეობას არ წყვეტენ
6 / 16
აქციის მონაიწლეები ისე თბებიან, როგორც შეუძლიათ
7 / 16
პარლამენტთან ღუმელებისათვის კვლავ მიიტანეს შეშა
8 / 16
აქციის ზოგიერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ერთ-ერთ მათგან აქციასთან ახლოს მორიგე სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს დახმარება
9 / 16
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფალია, მომიტინგეების გზის გადაკეტვა არ უცდიათ
10 / 16
სამშაბათს დილით პარლამენტში სხდომა იყო დაგეგმილი. პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაზარდა და სპეცრაზმი განათავსა შენობის გარშემო
11 / 16
სამართალდამცავების ამოცანა იყო, არ დაეშვათ პლენარული სხდომის ჩაშლა
12 / 16
დილით მომიტინგეებმა, ცოტა რაოდენობის გამო, პარლამენტის შესასვლელები ვერ გადაკეტეს, თუმცა მცდელობა ქონდათ
13 / 16
გამთენიისას პოლიციამ მომიტინგეები პარლამენტის შენობის შესასვლელებიდან განდევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაციის მსვლელობისას სამი დაშავებულისა და 28 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
14 / 16
მოგვიანებით შსს-ში გააკეთეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“
15 / 16
გამთენიისას აქციის დაშლის შემდეგ, ქუჩა კვლავ გაწმინდეს კარვებისგან და გზაზე მოძრაობა აღდგა. ფოტოზე - მეეზოვეები აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირს ალაგებენ
16 / 16
დაშლის შემდეგ აქციამ პარლამენტის წინ ტროტუარზე გადაინაცვლა