სპეცრაზმმა მომიტინგეები პალამენტის შენობას განარიდა

საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან მდგარი აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირისკენ განდევნა, თუმცა მომიტინგეები დანებებას არ აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელებიდან განდევნეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დრო დილის 5 საათამდე ჰქონდათ იმისათვის, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირება შეეწყვიტათ, თუმცა მათ არ აიღეს ხელი გაზრახვაზე – ჩაეშალათ მმართველი გუნდის წარმომადგენელ დეპუტატთა სამუშაო პროცესი. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა და მომიტინგეები განდევნა პარლამენტის შესასვლელებიდან.

სპეცრაზმმა მომიტინგეები პალამენტის შენობას განარიდა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია 10-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ დროისათვის პარლამენტის მიმდებარე ორივე გვერდითი ქუჩა გადაკეტილია ავტობუსებით და სპეცრაზმით.

ამავე დროს საპროტესო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ოპოზიცია ამბობს, რომ ყველა გზით შეეცდება ხელი შეუშალოს დეპუტატებს პარლამენტის სხდომის ჩატარებაში.