ყვითელი ამბები

„დაგრჩა რამე, რასაც პოპულარობის გამო არ გააკეთებ?“ – თამო ვაშალომიძის სკანდალური ფოტოსესია

ყველასათვის ცნობილი თამო ვაშალომიძე საზოგადოების გაოცებას ან გაღიზიანებას არ წყვეტს. ფოტომოდელმა სხვადასხვა ხერხით ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია.
Sputnik

ეპატაჟური, თამამი, სკანდალური და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებით გამორჩეული თამო ვაშალომიძე ეროტიკული ხასიათის ფოტოსესიებს არ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისგან აღარაფერი უკვირს, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი ცხოვრება აოცებთ. ამაზე თამოს სოციალური ქსელების ხელმომწერების სიმრავლეც მეტყველებს – 98 ათასამდე ხელმომწერი. შესაბამისად, თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა არ იკლებს.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი და, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება.

უკანასკნელად ვნებათაღელვა გამოიწვია ფოტომ, რომელზეც თამო უცნობმა მოდელმა მამაკაცმა ლაზაროს ლაფაურმა მონიშნა. ფოტომოდელები კოსტიუმსა და საქორწინო კაბაში გამოწყობილები პოზირებენ, რამაც თაყვანისმცემლების გაკვირვება გამოიწვია. როგორც ჩანს, ეს კოლეგების ერთობლივი ნამუშევარია. მათ შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გარდა არაფერი ხდება.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით მუდმივად ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს.

ბოლოს ერთ-ერთი პოპულარული ქართველი მოდელის მონაზვნის ფორმაში ფოტოსესია აღმოჩნდა. „შენი ნებაა რასაც გააკეთებ, მაგრამ დაგრჩა რამე რასაც პოპულარობის და მაღალი რეიტინგის გამო არ გააკეთებ?“ – უწერენ თამოს კომენტარებში.