სხდომა „ქართული ოცნების" ოფისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამოცხადდება შეთანხმება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებთან მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ხოლო ქუჩაში – ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს" საპროტესტო აქცია.

მეორე მცდელობა - ოპოზიცია კვლავ შეეცდება საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბლოკირებას>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. 17 ნოემბრიდან პარლამენტის შესასვლელებთან დადგეს კარვები და მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ. 18 ნოემბერს აქცია სპეცრაზმისა და პოლიციის მეშვეობით დაშალეს.

ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში დადებული პირობა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცრუე, ახლა კი მათ მაჟორიტარების მონაწილეობით სპექტაკლი გამართეს.

გუშინ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა და მათთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის შესახებაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ უნდა გამოცხადდეს.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა იმეორებდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.