თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ დაკავებული სამი წევრი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 21 ნოემბერს დააკავეს.
დაკავებულებს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ორ-ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.