„მხოლოდ ქართული" ეკრანებზე ბრუნდება

ათასობით ტელემაყურებლის საყვარელი შოუ-პროგრამა „მხოლოდ ქართული", რომელიც ერთგულ მაყურებელს ახალ აღმოჩენებს ჰპირდება, ჩვეულ დროზე – 22:00 საათზე გავა.
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ვოკალური პროექტი „მხოლოდ ქართული", რომელიც ქართული მუსიკის პოპულარობას ემსახურება, ტელეარხ „მთავარი არხის" ეთერში ორშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება.

„მხოლოდ ქართული" მუსიკალური პროექტია, რომლის მონაწილეებიც, სხვა შოუებისგან განსხვავებით, კომპოზიციებს მხოლოდ ქართულ ენაზე ასრულებენ. ნიჭიერ მომღერლებს ჟიურის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეძებენ.

„ჩემი ხელფასით, 15 წელი დამჭირდებოდა თანხის შეგროვება“-სოფო ბათილაშვილი ამერიკაში ისწავლის

პროგრამა მაყურებლისთვის ჩვეულ დროს – 22:00 საათზე გავა.

ისევე, როგორც გასულ სეზონებში, შემსრულებლებს შეაფასებენ ჟიურის წევრები: მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია.

პროექტს წელს ისევ წაიყვანენ მსახიობი ილო ბეროშვილი და კომედიური ჟანრის მსახიობი ნიკა გრიგოლია.

პირველ სეზონში გაიმარჯვა სოფო ბათილაშვილმა, რომელმაც მსმენელის გული არა მხოლოდ ვოკალით, არამედ შესრულების ორიგინალური მანერითაც მოინადირა. მეორე სეზონის გამარჯვებული იყო გიორგი კელაპტრიშვილი.