აბრამიძე: ასეთ დროს ოჯახებიდან აგდებენ, ჩემთან პირიქით იყო – არ უნდოდათ ჩემი გაშვება

ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ოჯახის წევრების მხრიდან მისი გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Sputnik
აბრამიძე: ასეთ დროს ოჯახებიდან აგდებენ, ჩემთან პირიქით იყო – არ უნდოდათ ჩემი გაშვება
„15 წლის ვიყავი, დამოუკიდებელი ცხოვრება მინდოდა და სახლიდან წამოსვლა გადავწყვიტე. როცა ეს ვუთხარი დედას, გაგიჟდა, მარტო როგორ უნდა იცხოვროო. წინააღმდეგობა მქონდა ოჯახისგან. დედას და მამას არ უნდოდათ ჩემი მარტო გაშვება, ყოველთვის უნდოდათ სახლში ვყოფილიყავი. მსგავს შემთხვევებში ძირითად ოჯახებიდან აგდებენ, ჩემთან პირიქით იყო“, – ამბობს კესარია.

კესარიას განცხადებით, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, 15 წლის ასაკში ვანიდან თბილისში გადმობარგდა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.