თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61–ე მასობრივი ნათლობა გაიმართა, აღნიშნეს საქართველოს საპატრიარქოში.
ამჯერად კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ნათლული დაახლოებით 500 ბავშვი გახდა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე შვილებს. ამ ინიციატივის მიზანი – ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაა.
ახალშობილების პირველი მასობრივი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. მას შემდეგ ილია მეორემ 40 ათასზე მეტი ბავშვი მონათლა.
ილია მეორის ნათლული კიდევ 500 ბავშვი გახდა