თბილისი „ბოქლომების ომმა“ მოიცვა

თბილისში უკვე ათ დღეზე მეტია ოპოზიციის პროტესტი არ ნელდება. ერთი კვირის წინ მათ ახალი სიმბოლო შექმნეს – ბოქლომები და ჯაჭვები, რომლებსაც მომიტინგეები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს ადებენ.
Sputnik

ოპოზიციის აქტივისტები ბოქლომებს ჰკიდებენ და სიმბოლურად კეტავენ სახელმწიფო დაწესებულებებს. ასეთი „შეტევების“ ობიექტებად იქცა საქართველოს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე შენობა და თბილისის საკრებულო, მაჟორიტარული დეპუტატების ოფისები. თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში „ბოქლომების ომიც“ უწოდეს.