სოციალურ ქსელში რეპერ ბერა ივანიშვილის მომავალი მეუღლის, ნანუკა გუდავაძის ძველი ფოტო ვრცელდება. მოდელი წლების წინაც არაჩეულებრივად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილია არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.
ნანუკა გუდავაძის Instagram-ის მიხედვით, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით.
ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.
ახალგაზრდების ჯვრისწერა გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შტამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა.
ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღმბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ „ეს საოცრებაა", „ნამდვილი ზღაპარია" და ახლად დაქორწინებულებს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს უსურვებენ.
ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრის თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ამჟამად წყვილი ვაჟს ელოდება.
ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.