ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ კესარია აბრამიძემ გადაცემის წამყვანს მაკიაჟი და თმა გაუკეთა. კესარია ია ფარულავას სახლში დახვდა და მისი მაკიაჟის საშუალებებით სცადა ტელეწამყვანი გაელამაზებინა.
თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე ყოველთვის საუცხოოდ გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. სკანდალური ტრანსგენდერი ქალის გარშემო ხმაურიანი განცხადებები და ფარული მესიჯები არ წყდება. რამდენიმე წლის წინ ქართველ ფოტომოდელს სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებოდნენ. მორიგი წერილი კესარიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კესარია აბრამიძე არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გულახდილობითაც გამოირჩევა.
სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. მისი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. „შენ ჯადოსნური ხარ. აი, ასეთი ბუნებრივი და ღვთიური სილამაზით!“; „ნუ იფარავ ამ სასწაულ ჭორფლებს. როგორ გიხდება!“; „ყოველთვის ლამაზი ქალი“ – ეხმაურებიან კესარიას უახლეს ფოტოს უცნობი და ნაცნობი ადამიანები.