ყვითელი ამბები

„მიფიქრია, უიმე რა გარყვნილი ვარ?!“ - ლიზა ყენიას სკანდალური აღიარება „სიცრუის დეტექტორში“

ლიზა ყენიას ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ ლიზა ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, შეყვარებულს დაშორდა
Sputnik

მომღერალი ლიზა ყენია ყვითელი პრესისთვის მუდმივად საინტერესო რესპოდენტია, მაგრამ ინტერვიუები არ უყვარს. ლიზა სწავლობს და სიმღერით არის დაკავებული. თუმცა, ჟურნალისტებისთვის საინტერესო მისი პირადი ცხოვრებაა. ლიზა ცოტა ხნის წინ შეყვარებულს, გიორგი ბრეგვაძეს დაშორდა.

ბრეგვაძე მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი შეყვარებულიცაა. სწორედ ის ბიჭია, რომელმაც თიკასთან ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ მომღერალს უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა. ამ ინტერვიუმ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, გიორგიმ კი ურთიერთობა ლიზასთან დაიწყო. ლიზას რომანი ერეკლე კოდუას ვაჟთან, ნოდო კოდუასთანაც ჰქონდა.

რაც შეეხება ლიზას, ბოლო პერიოდში იმიჯი შეიცვალა და აბსოლუტურად განსხვავებული სტილი მოირგო. ცოტა ხნის წინ ახალი კლიპიც გამოუშვა და აშკარაა, რომ ლიზა ახალი მუსიკალური პროექტებითაა.

გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ლიზას მოუწია აღიარება, რომ ცხოვრებაში ჰქონია მომენტი, როდესაც უფიქრია, თუ რა გარყვნილია. „არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს საკუთარ თავზე არ გაუფიქრია. არც მე არ ვარ გარყვნილი, მაგრამ მიფიქრია, უიმე რა გარყვნილი ვარ?! ვერ წარმომიდგენია, რომ ამდენი წელი ვიღაცამ იცხოვროს და ეგ არ გაეფიქროს“, - ასე ახსნა ლიზამ თავისი პასუხი.