ავარია გორში - 13 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გორში,  კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე შაბათს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი 13 წლის დაშავებული კი მართვით სუნთქვაზეა, იუწყება ქართული მედია.

საშინელ ავარიას ადიგენში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი და მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რეანიმაციული დეპარტამენტის ექიმის ინგა ელბაქიძის განცხადებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.