ნანკა კალატოზიშვილი: ჩემი ცხოვრების წესით როცა გვერდით მყავს ადამიანი...
© Sputnik
„პრინცები არასოდეს მხიბლავდნენ რადგან ბავშვობაში დედას მეგობარი მეუბნებოდა პრინცესა ხარო, არც პრინცესობა მომწონდა. რატომღაც აჩემებული მქონდა, რომ ბაბა-იაგა ვიყავი, ეტყობა, მომწონდა ცოცხით რომ დაჰქროდა. სიყვარული თავისთავად ღია, ნათელი და კარგი მოდის, მაგრამ მერე მას რეალობა ამახინჯებს. გულიდან ტვინამდე რომ ახვიდე, რთული გზაა, რადგან როცა ძალიან გიყვარს რაციონალური ნაკლებად ხარ. როცა რაღაცას ამჩნევ, როცა რაღაცეები აღარ მოგწონს, მაშინ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ. აი, მაქ უკვე მაქსიმალურად ერთვება ტვინი და ურთიერთობაც უფრო მარტივია. როცა ადამიანში რაღაც არ მოგწონს ერთხელ უნდა უთხრა, რადგან შეიძლება მან ეს არ იცოდეს. მეორეჯერ შეიძლება დაავიწყდეს და შეახსენო, მაგრამ მესამედ უკვე უნდა მიხვდე, მას არ აინტერსებს შენი ცხოვრება და ემოციები, ასეთთან ურთიერთობა კი არ მაწყობს, თუმცა არც იდიოტთან მინდა მეგობრობა“- ამბობს ნანკა კალატოზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში ამბობს: „მე მაძლიერებს სიყვარული რადგან ბევრად მეტი ემოცია და ენერგია მაქვს მაგ დროს და როცა გიყვარს რაღაცნაირად ანათებ კიდეც“.