მებაჟე-ოფიცრებმა ქართულ-რუსულ საზღვარზე ავტობუსში ნარკოტიკი აღმოაჩინეს

სამსახურის მონაცემებით, ავტობუსს სომხეთის მოქალაქე მართავდა. საქმეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ყაზბეგის განყოფილება გამოიძიებს
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა  ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს და ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქე სამი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „Sputnik-სომხეთი“ იუწყება, სომხეთში საქართველოს საელჩო საქართველოს უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად ახორციელებს ზომებს იმისათვის, რომ სომხეთში ავტობუსის მგზავრების გადაყვანა დააჩქაროს. საელჩოს თანამშრომლები უკვე მიემართებიან ქართულ-რუსულ საზღვარზე, რათა ვითარებას ადგილზე გაეცნონ და ადამიანებს საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყონ.