მარინა კახიანი: იგი ჩემი გულის მოგებას ლამაზად ცდილობდა და საბოლოოდ მოიგო კიდეც
© Sputnik
„მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ისე მოხდა, რომ ბატონმა რობიკო სტურუამ გია მატარაძე გაგვაცნო. რამდენიმე თვეში ის წავიდა უცხოეთში. ბატონი გია დარჩა რობიკოს შემცვლელად და რაღაც პერიოდი რეპეტიციებს მასთან გავდიოდით. გია ძალიან ლამაზად აკეთებდა ყველაფერს, ჩვენი ამბავი ერთ თვეში არ მომხდარა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, გარეგნობით ძალიან სიმპათიური იყო. პატარა გოგონასთვის ის სიმპათიური, განათლებული, იუმორით სავსე მამაკაცი იყო, იმ წუთას რეჟისორია მეთქი- ამაზე არ ვფიქრობდი. ყველაფერი ძალიან თავბრუდამხვევი იყო ახალგაზრდა გოგონასთვის. გამოცდილი მამაკაცისთვის კი, რომელიც ქალებს მოსწონდათ - ჩემი გულის მოგება რთული არ იყო. ამას დღეს ვამბობ, თუმცა მაშინ მეგონა, რომ რთული იყო.“- ამბობს მარინა კახიანი.
მსახიობი მარინა კახიანი გადაცემაში ამბობს: „ჩემმა ვაჟმა, მათა მატარაძემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით მუშაობა არ მოისურვა. ძალიან პატარა იყო როცა „კავკასიურ ცარცის წრეში“ და „კვაჭი კვაჭანტირაძეში“ როლები შეასრულა.“