ყვითელი ამბები

ლელა წურწუმია დედას ძალიან ჰგავს - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

ლელა წურ­წუ­მია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია, რომ­ლის კა­რი­ე­რაც 1991 წელს და­ი­წყო. ლელა 1969 წლის 12 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, მხატ­ვრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჰყავს დედა, ორი და, მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი
Sputnik

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი- ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ესწრებიან.

წარმოუდგენელია- ლელა წურწუმია 50 წლისაა. საქართველოში ერთად ერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც  სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ლელამ Instagram-ზე დედის ფოტო გამოაქვეყნა. „ემი გული. ნინო ( ნუნუკა) ლომთათიძე“, - წერს მომღერალი. ლელასაც არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ დედას ძალიან ჰგავს არა მარტო გარენულად, შინაგანი სამყაროთიც.

„გვაერთიანებს ემოციები, ჩაცმის სტილი, ხმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე ის ადამიანი ვარ, ვინც მას მართლა კარგად იცნობს. ჩემს წარმოდგენაში დედა სულ მასიურ სამკაულებთან ასოცირდება, რომლებზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ამ ტიპის სამკაულებს ტარება უნდა, ეს შენს ხასიათში, სტილში უნდა იჯდეს“, - ამბობს ლელა.