ყვითელი ამბები

„ხელი გამკრა კაბაზე და დავრჩი შიშველი ქუჩაში...“-კესარია შეყვარებულთან ინციდენტს იხსენებს

კესარიამ, სულ რამდენიმე ხნის წინ 4-წლიანი ურთიერთობა დაანგრია. ყოფილი წყვილი ერთად 3 წელი ცხოვრობდა. კესარიას თქმით, დაშორების მიზეზი ის არის, რომ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეს
Sputnik

ტრანსგენდერი მოდელის კესარია აბრამიძის თქმით, მის ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც ქუჩაში კაბის გარეშე დარჩა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ კესარიამ მასა და მის ყოფილ შეყვარებულს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

„მეცვა სულ თვლებით აწყობილი კაბა. საკმაოდ ძვირადღირებული. მახსოვს, რაღაცაზე წავიკამათეთ, ხელი გამკრა და კაბა სულ დაიშალა. რესტორანში ვიყავით, მერე მეგობართან წერეთელზე, ნასვამი იყო და საჭესთან ვერ ჯდებოდა. ასე დავრჩი შიშველი შუა ქუჩაში. ძალიან დამსტრესა ამ ფაქტმა. მანქანები მოძრაობდა ქუჩაში“, - იხსენებს კესარია.

კესარიამ, სულ რამდენიმე ხნის წინ 4-წლიანი ურთიერთობა დაანგრია. ყოფილი წყვილი ერთად 3 წელი ცხოვრობდა. კესარიას თქმით, დაშორების მიზეზი ის არის, რომ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეს. ამჟამად, კესო სწორედ ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში კესარიამ განაცხადა, ქართველ ვაჟკაცებს და ძალიან „მაგარ ტიპებს“ კესარია მოსწონთ და მხოლოდ მათთან აქვს ურთიერთობა- სექსუალური, თუ მეგობრული. საინტერესოა, ამჯერად ვინ არის კესარიას მორიგი სიყვარული ხმაურიანი და სკანდალური ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ყურადღების მიქცევას არ წყვეტს. მის გარშემო ატეხილ ჭორებს მშვიდად პასუხობს, მორიგ შეყვარებულს კი, საზოგადოებას ფრთხილად აჩვენებს.

ცოტა ხნის წინ კესომ Instagram- სა და Facebook- ზე ახალ პარტნიორთან ერთად ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კესო და სავარაუდო ახალი რჩეული არიან აღბეჭდილნი და ბათუმის ერთ-ერთ კლუბში კოქტეილებით და ერთმანეთით ტკბებიან. რა თქმა უნდა, კესარიამ მამაკაცის სახე სმაილით დაფარა, მაგრამ დაკუნთული ტორსი და პარტნიორის სიმაღლე კარგად ჩანს.