ძლიერი ხანძრის შედეგად ხულოში ექვსი სახლი დაიწვა

უწყების ცნობით, არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ექვსი ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ხანძრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა.

„ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ – მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა ექვსი ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი. არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ტყის ხანძრები საქართველოში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.