თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, მათ კვიპროსის ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნა ედება ბრალად.
იმიგრაციულმა სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კვიპროსში არალეგალურად იმყოფებოდნენ და მშენებლობაზე მუშაობდნენ.
იტალიაში ქართველები ბინების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს>>
პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტების მეშვეობით დასაქმდნენ.
დაკავებულებს სასამართლომ რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა.