თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

„თბილსერვის ჯგუფი" ღამიდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში მუშაობს – წმენდს გზებს თბილისის გარეუბნებში და ტექნიკურ მარილს ყრის.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ამ შემოდგომაზე პირველი თოვლი მოვიდა გასულ ღამეს თბილისის გარეუბნებში – წყნეთში, კოჯორსა და ტაბახმელაში.

გომბორის უღელტეხილზე ათობით ავტომობილი გადაადგილებას ვერ ახერხებს

მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს – წმენდს გზებს თბილისის გარეუბნებში და ტექნიკურ მარილს ყრის.

კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გარეუბნებში საზაფხულო საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება სახიფათოა, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იქვე მითითებულია კომპანია „თბილსერვის ჯგუფისა" და თბილისის მერიის „ცხელი ხაზის“ ნომრები: 261-90-50 და 272-22-22.

დღეს დედაქალაქში წვიმიანი თოვლი იქნება, მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი დაფიქსირდება.