დღეს ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმატული ქერა წარმომადგენელი სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება. ვარსკვლავმა კარიერა საყვარელი გოგონას როლებით დაიწყო, რომლებსაც სერიოზულად არავინ იღებდა, თუმცა შემდეგ დრამატული როლები მოირგო. 2010 წელი კი მსახიობისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – მომხიბვლელმა გოგონამ „რკინის კაცი 2“-ში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მაგარი და სექსუალური სუპერგმირი ქალის ნიშაც დაიკავა.