ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს

საღამოზე მოსკოველი მსმენელი მოისმენს როგორც კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან GEO, ისე უკვე ყველასთვის საყვარელ ჰიტებს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" თავისი დიდი რუსული ტურის ფარგლებში მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტი დიდ 1930 Moscow-ს ტერიტორიაზე ხუთშაბათს, 21 ნოემბერს გაიმართება.

ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს

1930 Moscow სულ ახალი საკონცერტო სცენაა. დარბაზი ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც 1930 წელს აშენდა. კლუბი 2 ათასზე მეტ სტუმარს იტევს.

„იქ იქნება ძალზე ხარისხიანი ბგერა, კარგი სცენა და შესანიშნავი განათება. ამაში უკვე დავრწმუნდით ადგილზე. ახალი ადგილი ყოველთვის ახალი შეგრძნება და განცდაა. ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ახალი ვიპოვოთ", – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

კონცერტზე მოსკოველი მსმენელი მოისმენს როგორც კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან GEO, ისე უკვე ყველასთვის საყვარელ ჰიტებს.

ჯგუფი „მგზავრები" რუსეთის ქალაქებში დიდ საგასტროლო ტურს მართავს. მუსიკოსები უკვე გამოვიდნენ კალინინგრადში, უფაში, ეკატერინბურგში, პერმსა და იჟევსკში.

მოსკოვში კონცერტის შემდეგ ქართული ჯგუფი ნიჟნი ნოვგოროდში, ომსკში, ნოვოსიბირსკსა და სხვა ქალაქებში გაემგზავრება.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს

ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.

„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.