თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მიმოწერას აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ემუქრება.
„შოკი, ახლა მართლა გავრეკავ! ბიჭო, ჯერ ერთი, მის შეყვარებულს ვყავარ დაფოლოვებული თურმე და მე რა ავუხსნა, მერე, გთხოვთ მითხარით, ანუ ჩემი სექსუალური ფოტოები წავშალო, თუ ეს გოგო „დრუზიადან“, დროზე ოღონდ, სანამ სხვანაირად დამელაპარაკება. 40 ათასივე ფოლოუერის ქმარმა, საყვარელმა, მეზობელმა, მამამ და ა.შ. ასე სათითაოდ რომ მომწეროს, რა წყალში გადავვარდე“, – წერს შეროზია.
ბლოგერი გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის, უცხოეთში მოგზაურობაზე.
შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება განახორციელა – ამ დროისთვის 60 ქვეყანაშია ნამყოფი.
გურამ შეროზია ორი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.