გახარია: მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად.
Sputnik
„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს ფასების სტაბილურობისთვის.