ყვითელი ამბები

„შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ, სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები“

მუსიკოსმა ინტერვიუში დაშორების მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ სხვადასხვა ინტერესები გაუჩნდათ მას და მის ცოლს, დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ბავშვები მამისგან შორს, ზუგდიდში ცხოვრობენ.
Sputnik

„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე, ცნობილი მუსიკოსი თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ვის მიუძღვნა პოსტი ყიფიანმა, უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მის ახლობლებს და ყოფილ ცოლს მარიამ სოსელიას ეხება, რომელსაც მუსიკოსი რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

მუსიკოსმა ინტერვიუში დაშორების მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ სხვადასხვა ინტერესები გაუჩნდათ მას და მის ცოლს, დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ბავშვები მამისგან შორს, ზუგდიდში ცხოვრობენ.

„ძმას რომ მეძახი და „მესენჯერით“ ხმის მოცემა გეზარება. მიყვარხარო მეუბნები და სანამ ტელევიზორში მნახავდე არც კი გახსოვარ. შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და წარმატებას და ბედნიერებას მისურვებ. საკუთარი სიმღერები რომ მაქვს და მაინც სხვისი სიმღერების მღერას რომ მთხოვ. გამარჯვებულს რომ მადიდებ და შიმშილისგან დასუსტებულს დამცინი. სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები. ბოღმით, შურით, შიშით და გაუნათლებლობით, თვალს რომ ვეღარ ახელ, გონზე ვერ მოდიხარ, მტყუანს და მართალს რომ ვეღარ ანსხვავებ.
შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი. მოგიტევებ. ღმერთი ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯვებსო, ასე მისწავლია ჰო და თქვენც გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენი სიმართლით. ეს უშუალოდ მე რაც შემხებია და გლობალურებზე მერე გადავალ 15 წელიწადში“, – წერს ყიფიანი.

თორნიკე ყიფიანი 2012 წელს გახდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალური შოუს „მაგთიფანის“ ფინალისტი, ხოლო 2016 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეგაშოუს „X-ფაქტორის“ გამარჯვებული. მონაწილეობდა „საქართველოს ვარსკვლავში“. დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში. 19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი „წრიული კუთხე“, სადაც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. ჰქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.