თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან სატვირთო ევაკუატორს ცეცხლი გაუჩნდა – აალების შედეგად არავინ დაშავებულა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქვემო ქართლის რეგიონში, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდისკენ“ მიმავალ გზაზე აალებული სატვირთოს შესახებ ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ მიაწოდა თვითმხილველმა, რომელმაც მომხდარი მობილური ტელეფონის კამერით გადაიღო.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს ევაკუატორის აალების მიზეზების დადგენა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.