გლდანში საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაცია აღკვეთეს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. გლდანში, ე.წ. თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა, იუწყება სურსათის უვნებლობის სააგენტო.

საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოავლინეს.

უწყებებმა ხორცი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.