ბერ ნიკოლოზს მრევლმა დაბადების დღეს სიურპრიზი მოუწყო – ნახეთ რა დაარიგა ბერმა – ვიდეო

ნიკოლოზ მაქარაშვილი მდუმარებაშია და გარეთ იშვიათად გადის, თუმცა ხალხი 24-საათიან რეჟიმში დგას მის სახლთან. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელო საქმიანობა რამდენიმე ათეული წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუწყდა, ის დღემდე მდუმარებაშია და სალოსობს.
Sputnik

როგორც „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს აღწერიდან ირკვევა, დღეს ბერი ნიკოლოზის დაბადების დღეა და მას მრევლი ღამის 12 საათზე მიადგა სახლში. ვიდეოში ჩანს, რომ ბერმა მათ მადლობის ნიშნად საკუთარი ნაწერები დაურიგა. რამდენიმე დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში მრევლმა მას საღამოც მიუძღვნა. ბერმა ნიკოლოზმა ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ამტკიცებენ, რომ ბერი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სასწაულის ძალით გამოისახა.