საშინელი ავარია დედოფლისწყაროში: შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

მოზარდი მოპედს მართავდა, მას თან ახლდა ასევე არასრულწლოვანი მეგობარი, რომელიც ფეხის ტრავმით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ავარიას ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მეორე დაშავდა, იუწყება InfoRustavi.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები მოპედით ავტომობილს შეეჯახნენ.

ქობულეთში ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

დაშავებული მოზარდი ფეხის ტრავმით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

რა ტიპის ავტომობილს შეეჯახა მოზარდი, ან ვინ მართავდა მას, ამ დრომდე უცნობია.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.